About

ფანდრაიზინგის აკადემია არის მედია ცენტრი კახეთისა და პლუჟნიცას ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის ე-მისიის ერთობლივი პროგრამა.
პროექტის მხარდამჭერია პოლონეთის პოლიტიკის განვითარების ფონდი. პროგრამა დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო სოლიდარობის ფონდის პროგრამის „დემოკრატიის მხარდაჭერა 2013“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია აღმოუჩინოს პროფესიონალური და სრული დახმარება კახეთის რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების აქტივობებს რეგიონისა და ადგილობრივი საზოგადოების გასავითარებლად.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სწავლება საჭიროების ანალიზზე, საპროექტო განაცხადების პრაქტიკულ მომზადებასა და მათ განხორციელებაზე. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მასალებით და ჩვენი ელექტრონული სწავლების პლატფორმით.